1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უფე უფლ უფრ

უფლებათა კონფლიქტები

ზოგჯერ ადამიანის უფლებები გამოიყენება ისეთი ქმედებების გასამართლებლად, რომლებიც ზნეობრივი თვალსაზრისით თავად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ხალხმა და მთავრობებმაც კი შეიძლება განაცხადონ, რომ ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს მაგრამ ფაქტობრივად ქმედებები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ თავად არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს. ყოველთვის ადვილი არ არის ასეთი შემთხვევების განსჯა. 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მომხდარი ტერორისტული აქტის ფონზე ბევრი მთავრობა ზღუდავს ზოგიერთ ძირითად თავისუფლებებს რათა შეებრძოლონ ტერორიზმის საფრთხეს. დიდ ბრიტანეთში შემოღებულია ახალი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5 მუხლს, რომელიც იცავს ადამიანებს თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრებისაგან. ეს კანონი საშუალებას აძლევს მთავრობას იზოლირებაში მოაქციოს ხალხი ბრალდებისა და გასამართლების გარეშე უბრალოდ ეჭვის საფუძველზე.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9