1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უწყ

უწყების პრესცენტრი

უწყების პრესცენტრის დანიშნულებაა მასმედიისათვის ინფორმაციის მიწოდება, რითაც საზოგადოების ინფორმირების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას ქმნის. იგი საინფორმაციო სააგენტოს ტიპის განყოფილებას წარმოადგენს. ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ მუდმივად უნდა ვრცელდებოდეს, რაც უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდულობით უნდა ხდებოდეს. ინფორმაციის გავრცელებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ინფორმაციის გაცემის ფორმას უნდა მიექცეს. იგი უნდა იყოს თანამედროვე ჟურნალისტიკის ფორმატის შესაბამისი: აქტუალური, ლაკონური, პუბლიკაზე ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დროულობას უნდა დაეთმოს. უწყების სპეციფიკისა და გასაშუქებელი ინფორმაციის თავისებურების გათვალისწინებით, პრესცენტრი შესაძლებელია მედიასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას იყენებდეს (პრეს-რელიზი, ბრიფინგი, პრეს-კონფერენცია, რეკლამა...). პრესცენტრი დროულად უნდა იყოს ინფორმირებული და უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდეს. სასურველია, პრესცენტრის ხელმძღვანელი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ადგენდეს დღის, კვირის ან, შესაძლებლობის შემთხვევაში - თვის მედია-გეგმებს.
Source: აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან / საქ. გაეროს ასოციაცია - თბ., 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9