1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საარჩევნო კამპანია

  1. „საარჩევნო კამპანიის“ ცნება რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: ა) ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით ესაა გარკვეული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ემთხვევა არჩევნებს ამა თუ იმ წარმომადგენლობით დაწესებულებებში, და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური ცხოვრების საერთო გააქტიურება. ბ) სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით - ესაა კანონით ზუსტად განსაზღვრული დრო, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს არჩევნებს და როდესაც მოქმედებს საარჩევნო პროპაგანდის სპეციალური რეჟიმი. სწორედ ამ პერიოდში ყველაზე დიდ მასშტაბებს ღებულობს წინასაარჩევნო მუშაობა, არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ამა თუ იმ პარტიის ან კანდიდატის გამარჯვებას. გ) და ბოლოს, როდესაც ლაპარაკია კანდიდატზე ან რომელიმე პარტიაზე, საარჩევნო კამპანია ესმით როგორც პროპაგანდისტულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც ატარებენ თვითონ კანდიდატები და პარტიები, ან სხვა ორგანიზაციები მათ მხარდასაჭერად, მიუხედავად ამ კამპანიის ჩატარების ვადებისა.
    Source: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
  2. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და სუბიექტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.
    Source: ჯავახიშვილი ნინო, კუჭუხიძე მარინა „ახალგაზრდების პოლიტიკური კულტურა და მასმედია“ / [ავტ.: ნინო ჯავახიშვილი, მარინა კუჭუხიძე; რედ. კონსტანტინე კანდელაკი; ბროშური მომზად. მონაწილეობდნენ: სალომე ცისკარიშვილი, დავით ჭიჭინაძე] - [თბ.]: სამოქალაქო კულტურის საერთაშ. ცენტრი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9