1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საარჩევნო მარკეტინგი

ერთ-ერთ ძირითად სახეობას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს ხშირად აიგივებან საერთოდ პოლიტიკურ მარკეტინგთან, რაც მთლად ზუსტი არაა. მათ შორის არსებულ განსხვავებაზე ფრანგი პოლიტოლოგი დ. ლინდონი აღნიშნავს: „პოლიტიკური მარკეტინგი ესაა თეორიებისა და მეთოდების ურთიერთობა, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და ხელისუფლებამ ორი მიზნით: განსაზღვრონ თავიანთი ამოცანები და თავისი პროგრამერბი; გავლენა მოახდინონ მოქალაქეთა ქცევაზე. საარჩევნო მარკეტინგი, სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური მარკეტინგისა და აქვს უფრო შეზღუდული მიზანი: პოლიტიკური პარტიებსა და კანდიდატებს დაეხმაროს ეფექტური საარჩევნო კამპანიის შემუშავებასა და ჩატარებაში . საარჩევნო მარკეტინგი გულისხმობს სხვადასხვა სოციალური და ეროვნული ჯგუფების ინტერესების სპეციალურ შესწავლას და ამის საფუძველზე ამომრჩეველთა ყოველი კატეგორიისათვის სწორედ პრედენდენტის იმ რეალურ თავისებურებებისა და ღისებების გამოვლენასა და ხაზგასმას, რომელთა მიმართაც ამომრჩეველთა მოცემული ჯგუფები მეტ ინტერესს ამჟღავნებენ. ამასთან პრეტენდენტის ასეთი თვისებების დემონსტრაცია კორექტულად, მიზანდასახულად, საქმის ცოდნით უნდა იყოს გაკეთებული. საარჩევნო მარკეტინგი ლიდერობის პრეტენდენტს ეხმარება განსაზღვოს, თუ რამდენად შეესაბამება მისი იდეები და პროგრამა „ბაზრის მოთხოვნილებებს“. სპეციალური მეტოდების საშუალებით ირკვევს თუ ვის, რას და როგორ უნდა ელაპარაკოს პრეტენდენტი თავისი პოლიტიკურიმრწამსის ფარგლებში, რა ფორმების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან ურთიერთობა.
Source: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9