კანონმდებლობით დადგენილი წესი, რომელიც გამოიყენება ასარჩევ ორგანოებში მანდატის მოპოვებისათვის. ძირითადად არსებობს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემები. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს კენჭს იყრიან კანდიდატები - ადამიანები უშუალოდ და გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს. ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს კენჭს იყრიან პარტიული სიები, რომელთა მანდატები ნაწილდება მოპოვებული ხმების პროპორციულად. ხოლო პროპორციული სიის მიერ მოპოვებული მანდატი ნაწილდება პარტიულ სიაში შემავალ კანდიდატებზე სიის დასაწყისიდან მიყოლებით.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999