1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საბანკო გარანტია

(რწმუნებულება) ნიშნავს, იმას რომ ბანკი, კლიენტის მიერ სესხის დროულად არგადახდის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას თვითონ იკისროს მისი გადახდა. გარანტია წარმოადგენს ვალდებულებას, რომელიც ფულადი ფორმითაა გამოხატული, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კრედიტორის წინაშე მოვალე და გარანტი (რწმუნებული) პასუხს აგებენ სოლიდარულად. გარანტია ატარებს სასწრაფო და უპირობო ხასიათს, კრედიტორის უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე დაკისრებულ ვალდებულებაზე. კლასიკური რომის სამართალი იცნობდა საბანკო გარანტიის უზრუნველყოფას, რომელსაც receptum argentarii ერქვა. ეს იყო არაფორმალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბანკირი იღებდა ვალდებულებას თავისი კლიენტის წინაშე გადაეხადა მისი ვალი მესამე პირისათვის. ამ შეთანხმების მიხედვით ბანკირი (argentari) არ ხდებოდა მესამე პირის მოვალე: მესამე პირი რჩებოდა მხოლოდ ბანკირის კლიენტის კრედიტორად. თუ მოვალეს არ გააჩნდა სახსრები გადახდისათვის, მაშინ იგი სთავაზობდა თავისი ბანკირის მომსახურებას, რომელთანაც მოვალეს ჰქონდა შეთანხმება დადებული. თუ ბანკირი უარს ამბობდა გადახდაზე, კლიენტი ღებულობდა სასარჩელო დაცვას (actio receptia). აქტის ეს ფორმა უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს საბანკო გარანტიის ისტორიულ წინამორბედად.
Source: გაბუნია დიმიტრი, საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში // ალმანახი №11 [სამოქალაქო სამართალი (II)] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9