1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საგანგებო მდგომარეობა

  1. ტერმინი გულისხმობს ცნებას აშკარა საფრთხის შესახებ და, ამდენად, მის გამოსაცხადებლად აუცილებელია შემდეგი ელემენტების არსებობა, 1. საფრთხე უნდა იყოს რეალური და აშკარა; 2. მის შედეგებს ზეგავლენა უნდა ჰქონდეს მთელ ერზე; 3. საფრთხის ქვეშ უნდა იდგეს საზოგადოების ნორმალური ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა; 4. კრიზისს ან საფრთხეს უნდა ჰქონდეს გამონაკლისის ხასიათი, ანუ კონვენციით ნებადართული ჩვეულებრივი ზომები ან შეზღუდვები საკმარისი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და წესრიგის შესანარჩუნებლად.
    Source: პაპუაშვილი ს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება...//ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003,

  2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კანონით დადგენილი დროებითი საგანგებო რეჟიმი, რომლის დროსაც იზღუდება მოქალაქეთა გარკვეული უფლებები და ეკისრებათ მათ დამატებითი ვალდებულებანი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  3. დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების - ან სხვა შემთხვევებში, როცა „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას“, ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა“.
    Source: თავისუფლება №12 დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9