1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო ამნისტა

საერთაშორისო ამნისტია არის საწევრო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ თანამშრომლებთან ერთად ეყრდნობა ათასობით მოხალისის მუშაობას მთელ მსოფლიოში. (www.amnesty.org) 1961 წ. დაარსებული საერთაშორისო ამნისტია იბრძვის ყველა სინდისის პატიმრის განთავისუფლებისათვის; უზრუნველყოფს სამართლიან და სწრაფ სასამართლო პროცესებს პოლიტპატიმრებისათვის, იბრძვის სიკვდილით დასჯის, წამებისა და პატიმართა მიმართ სხვა სასტიკი მოპყრობის წინააღმედგ; ასევე უპირისპირდება პოლიტიკური მკვლელობებსა და „გაქრობებს”, ადამიანის უფლებებს დარღვევებს, მთავრობების ან ოპოზიციიური ჯგუფების მიერ. საერთაშორისო ამნისტიას ყავს დაახლოებით მილიონი წევრი და მხარდამჭერი მსოფლიოს 162 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში. მისი საქმიანობა მოიცავს სახალხო დემონსტრაციებს და ოფიციალური წერილების გაგზავნას, ადამიანის უფლებების სფეროში განათლებას და საქველმოქმედო კონცერტებს, ინდივიდუალურ მიმართვებს და გლობალურ კამპანის რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ის არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ნებისმიერი მთავრობისაგან, პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსისაგან. საერთაშორისო ამნისტია ძირითადად ფინანსდება საწევრო გადასახადებით და ხელმომწერებისაგან შემოწირული თანხებით. მისი ვებგვერიდი მკითხველს სთავაზობს საკამპანიო სახელმძღვანელოს, სამართლიანი სასამართლო პროცესის სახელმძღვანელოს და კამპანიებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, რეგისტრაციას მობილური ტელეფონით სასწრაფო შეტყობინების მიღებისათვის (მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით) და საფოსტო ბარათების გაგზავნას წამების აღმოსაფხვრელად. 1960-იანი წლების ბოლოს გარკვეული შეცდომების დაშვებისა და შესაბამისი უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ საერთაშორისო ამნისტიამ შემოიღო ახალი წესი, რომ ორგანიზაციაში მომუშავე ხალხს უნდა ემუშავათ მხოლოდ მათი ქვეყნების გარეთ განხილულ საქმეებზე. საერთაშორისო ამნისტიის სამუშაოს უდიდეს ნაწილს კვლავ მოხალისეები ასრულებენ. ისინი საპროტესტო წერილებს წერენ მთავრობებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის და მათი ოპოზიციური ჯგუფების უფლებებს, მათი დაპატიმრების, შეურაცყოფის, მუქარის, ფიზიკური ძალადობის, წამების, „გაქრობის” ან პოლიტიკური მკვლელობების გზით. ისინი ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებზე სინდისის პატიმრებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ისინი იყენებენ თავიანთ ამოუწურავ ინტელექტს და ფანტაზიას. საერთაშორისო ამნისტია არასოდეს მიიჩნევს პატიმრის განთავისუფლებას საკუთარ დამსახურებად, რადგანაც ის ბევრი ფაქტორის თავმოყრის შედეგია და არა ნაკლებად იმ ქმედებებისა, რომლებსაც დიდი რისკის ფასად ახორციელებენ ოჯახები და მეგობრები. და მაინც, ბევრ განთავისუფლებულ პატიმარს უთქვამს, რომ საერთაშორისო ამნისტიის გამოხმაურება და წერილები ძალიან მნსიშვნელოვანი იყო. 1977 წელს საერთაშორისო ამნისტიას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია მისი მოღვაწეობისათვის. მისმა „ადექი ხელი მოაწერე” კამპანიამ, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 50-ე წლისთავს მიეძღვნა 13 მილიონი ხელმოწერა შეაგროვა დეკლარაციის მხარდასაჭერად. 2001 წ. საერთაშორისო ამნისტიის ვებგვერდმა „შეწყდეს წამება” მოიპოვა ჯილდო ელ-ფოსტის საუკეთესო გამოყენებისათვის”. (www.stoptorture.org)
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9