1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია

ეს კონვენცია საჰაერო ხომალდებს, რომლებიც რეგულარულ ავიახაზებზე მოქმედებს, არ აძლევს სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაფრენის უფლებას, თუ არ არსებობს ამ უკანასკნელის თანხმობა. ამგვარად, თუ რომელიმე სახელმწიფო ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე ხდება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ამით საკუთარ ტერიტორიაზე უცხოეთის საჰაერო ხომალდების ფრენებს უშვებს, რომლებიც ფრენებს რეგულარულ ავიახაზებზე ახორციელებენ. სხვაგვარად არის საქმე, როდესაც საუბარია არარეგულარულ ფრენებზე, რაშიც იგულისხმება ერთჯერადი ფრენები, რომლებიც იშვიათად ხორციელდება და აღწევენ მიზანს ერთი რეისით. ასეთი ფრენების უფლების მინიჭება გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციით, იმ პირობით, რომ მასში გათვალისწინებული პირობები დაცული იქნება. კონვენცია არარეგულარული ფრენების სამ სახეს ითვალისწინებს: 1. მოლაპარაკების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენა მასზე გაჩერების მიზნით, მაგრამ არა კომერციული მიზნებისათვის; 2. სატრანზიტო ფრენა გაჩერების გარეშე ხელშეკრულების მონაწილე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე; 3. სატრანზიტო ფრენა ხელშეკრულების მონაწილე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებით არაკომერციული მიზნებისათვის. (მაგ., საწვავის შევსების, მოწყობილობების შემოწმებისთვის და ა.შ.)
Source: ხუციშვილი ქეთევან, სახელმწიფო საზღვრები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9