1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არასამთავრობო ორგანიზაცია

  1. abbr. NGO
    E. Nongovernmental Organisation
    სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (ორგანიზაცია) რომლის მიზანია სამოქალაქო ფასეულობების განმტკიცება, დაცვა და ა.შ.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ.: ALPE], 2002
  2. სოციალური ჯგუფის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც იქმნება იურიდიული ორგანიზაცია პრობლემის გადასაჭრელად და რომელიც სახსრებს იღებს დონორებისგან. არაფორმალურ ჯგუფებს, სოციალურ კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს არ შეუძლიათ ფულადი სახსრების მიღება, ვინაიდან მათ არაფორმალური სტატუსი აქვთ. ფაქტიურად, დონორები ფულს აძლევენ არა სოციალურ კლასს ან ეთნიკურ ჯგუფს, ანუ არაფორმალურ ჯგუფს, არამედ „იურიდიულ პირს“; ისინი ფულს აძლევენ, მაგალითად, არა სოფელს, არამედ „სოფლის ხელისუფლებას“.
    Source: სემფსონი სტივ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების გზით // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
  3. ტერმინი არასამათავრობო ან უფრო ზუსტად არაკომერციული ჩვეულებრივ გამოიყენება ორგანიზაციათა სპექტრის აღსანიშნად, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას. ასეთი ორგანიზაციები ზოგადად ხასიათდებიან იმით, რომ თავის არსებობის მიზნად მათ დასახული აქვთ არა კომერციული მოგება არამედ რაღაც ხსვა. თუმცა ეს „რაღაც სხვა“ შეიძლება გულისხმობდეს უამრავ მიზნებს, სრულიად განსხვავებულ ინიციატივებს და ქმედებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები შედგება როგორც მცირე საინიციატივო ჯგუფებისაგან, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარემოს დაცვის ან ადამიანის უფლებების დარღვევების კონკრეტულ საკითხებთან, ასევე საგანმანათლებლო საქველმოქმედო ორგანიზაციებისაგან განათლების სფეროში, ქალთა თავშესაფრები, კულტურული ასოციაციები, რელიგიური ორგანიზაციები, იურიდიული ფონდები, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები - ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება - უზარმაზარი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოთვლით თავის ასობით და ათასობით ფილიალებით ან წევრებით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ გადამწყვეტ როლს:
    ▪ იბრძვიან ადამიანის უფლებათა კონკრეტული დარღვევების წინააღმდეგ
    ▪ სთავაზობენ უშუალო დახმარებას მათ, ვისი უფლებებიც დაირღვა
    ▪ ლობირებას უწევენ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცვლილებებს.
    ▪ ხელს უწყობენ ამ კანონების შინაარსობრივ დახევწას
    ▪ ამკვიდრებენ ადამიანის უფლებათა მიმართ პატივისცემას მოსახლეობაში.
    არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღწეული შედეგების თვალსაზრისით და შესაბამისად იმ ოპტიმიზმის გამო, რომელიც ადამიანებს გაუჩნდათ მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე, არამედ იმის გამოც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირი მნიშვნელობით წარმოადგენენ ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ინდივიდებს მთელ მსოფლიოში. ისინი იმართებიან და კოორდინირებული არიან - ისევე როგორც ბევრი სხვა ორგანიზაციები - კერძო პირების მიერ, მაგრამ მათი ძალა ასევე განპირობებულია საზოგადოების სხვა წევრების მიერ გამოვლენილი მხარდაჭერით მათი საქმიანობისადმი. ეს ფაქტი ანიჭებს მათ უდიდეს მნიშვნელობას იმ პირებისათვის, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების საქმეში.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  4. მოქალაქეთა გაერთიანება საკუთარი წუხილების, ინტერესების ანდა სურვილების მიხედვით. ასეთი ორგანიზაცია ნათლად აჩვენებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ პრიორიტეტს, რაც საფუძვლად უდევს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში პიროვნების ინტერესი ემთხვევა კონკრეტული სოციუმის ინტერესს და ურთიერთშეზღუდვები დაშვებელია და სასურველია ორივე მხარისათვის.
    Source: სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია]; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
  5. არასამთავრობო ორგანიზაციები - კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი აქტიური ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის შემუშავებაში და ყურადღებით აკვირდებიან ადამიანის უფლებების რეალიზაციას სახელმწიფო დონეზე.
    ორგანიზაციები, რომლებსაც ქმნიან ადამიანები, რომლებიც არ შედიან მთავრობაში. არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგს უწევენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე უწყებების (როგორიც არის, მაგალითად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო) მუშაობას და დგანან ადამიანის იმ უფლებათა სადარაჯოზე, რომლებზეც მათი მანდატი ვრცელდება. ზოგიერთი მათგანი დიდია და საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი აქვს (მაგალითად, „წითელი ჯვარი“, „Amnesty International“, „Scouts“); სხვები შეიძლება პატარა და ადგილობრივი მასშტაბის იყოს (მაგალითად, ორგანიზაცია, რომელიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს რომელიმე ქალაქში; კოალიცია ლტოლვილთა ბანაკში ქალთა უფლებების დასაცავად). არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გაერო-ს პოლიტიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით და ბევრი მათგანი გაერო-ში ოფიციალური საკონსულტაციო სტატუსითაც სარგებლობს.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9