1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საკუთრების უფლება

  1. მესაკუთრის უფლება, კანონითა და სახელშეკრულებო ვალდებულებით დადგენილ ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება: ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს თავისი ქონების მშვიდობიანი ფლობის უფლება. არც ერთ ადამიანს არ უნდა ჩამოერთვას საკუთრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება საზოგადოების საკეთილდღეოდ და კანონის შესაბამისად. [ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის #1 პროტოკოლის 1-ლი მუხლი + პოლიციის შესახებ დეკლარაციის 1-ლი და მე-2 მუხლები.
    Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი: საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9