1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამართალი

  1. ულპიანეს აზრით, არის ars (ხელოვნება, ოსტატობა, მეცნიერება), boni (სიკეთე) და acqui (თანასწორობა).
    Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,

  2. სახელმწიფოს მიერ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დადგენილი ნორმების ან სანქცირებული ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა, რომლის დაცვა უზრუნველყოფილია დარწმუნებით ან სახელმწიფოებრივი იძულებით. სამართლის ნორმები ან დადგენილია, ან სანქცირებული. სახელმწიფო ან ახალ, მანამდე უცნობ ნორმებს ადგენს, ან სანქციას აძლევს, ესე იგი, სავალდებულო ძალას ანიჭებს უკვე ცნობილ, ზნეობრივი თუ სხვა სოციალური ნორმების სახით მოქმედ ნორმებს. სამართლებრივი ნორმების დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველასათვის, ვისაც ისინი ეხება. სამართლის მოთხოვნები თუ ნებაყოფლობითა და დარწმუნების მეთოდებით არ სრულდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ იძულებით შესრულებას, სამართალდარღვევის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენებას. სამართალი აწესრიგებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა, ფორმითა და შინაარსით განსხვავებულ ურთიერთობას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9