1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამართლებრივი განათლება

ყველაზე „ფორმალურია” განათლების იმ სფეროებს შორის, რომლებიც აქამდე განვიხილეთ, მაგრამ იურიდიული განათლება არ ნიშნავს მხოლოდ არსებული კანონების შესწავლას, ის ასევე გულისხმობს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში დეკლარირებული სამართლიანობის ძირითადი პრინციპების მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას. კავშირი იურიდიულ განათლებასა და ადამიანის უფლებებს შორის შეიძლება დამყარდეს ორ სხვადასხვა დონეზე: პირველია სპეციფიური „იურიდიული” უფლებები, რომლებიც იცავენ ინდივიდს მიკერძოებული სასამართლო პროცესებისაგან და მეორე, მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობის დონეზე. გაეროს სტრუქტურები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და სხვა რეგიონალური ორგანიზაციები ის იურიდიული ინსტიტუტებია, რომლებიც არსებობს ადამიანის უფლებათა დასაცავად. მაგრამ, ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია მათ შესახებ და შეგვეძლოს მათი გამოყენება, თუ გვინდა რომ ისინი ეფექტური იყოს ამ მიზნის მისაღწევად. ისინი თავად არ მოგვაკითხავენ.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9