1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამოსამართლო ეთიკის კოდექსი

სამოსამართლო ეთიკის კოდექსი ყოფაქცევის ნორმების ერთობლიობაა, რომელიც ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მორალს, ზნეობას, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. საქართველო სამოსამართლო ეთიკის კოდექსმა განსაზღვრა მართლმსაჯულების მორალური და ეთიკური სტანდარტები და მათი შესრულების უზრუნველყოფის მეთოდები. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით დადგენილია, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ შეძლოს მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებლობის შენარჩუნება, კანონის მოთხოვნათა დაცვა, მიუკერძოებელი და მაღალ ზნეობრივი მოსამართლის ავტორიტეტის შეძენა. სამოსამართლო ეთიკის კოდექსით დაკისრებული მოვალეობები მოსამართლემ ნებაყოფლობით უნდა შეასრულოს, მას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული სამოსამართლო ეთიკის მნიშვნელობა და ყოველდღიურ ცხოვრების წესად უნდა ექცეს მორალური და ზნეობრივი ნორმების შესრულება. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ სამოსამართლო ეთიკის კოდექსი მიიღო 2001 წლის 23 ივნისის #6 დადგენილებით. ამდენად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ევალებათ ამ კოდექსით გათვალიწინებული ნორმების შესრულება 2001 წლის 23 ივნისიდან.
Source: კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე / [მოამზადა მარიკა ცისკაძემ] - თბ. : Alpe, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9