1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამოქალაქო უფლებები

  1. პირველი თაობის უფლებები. დღეისათვის სამოქალაქო უფლებები დეტალურად არის აღწერილი საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციაში. ტრადიციულად, ეს უფლებები ითვლება - ყოველ შემთხვევაში დასავლეთში - ყველაზე მნიშვნელოვნად თუ არა, ადამიანის ერთადერთ ჭეშმარიტ უფლებად. სამოქალაქო უფლებები იძლევა ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის მინიმალურ გარანტიას და საშუალებას აძლევს ინდივიდებს გააჩნდეთ საკუთარი სინდისისა და რწმენის თავისუფლება: მაგ. თანასწორობისა და თავისუფლების უფლება, აღმსარებლობის და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, წამებისა და სიკვდილისაგან დაცვის უფლება.იურიდიული უფლებები ჩვეულებრივ ასევე „სამოქალაქო” უფლებებად კლასიფიცირდება. ისინი უზრუნველყოფენ პროცესუალურ დაცვას მათთვის ვინც იურიდიულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან არის შეხებაში: მაგალითად, თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებისაგან დაცვა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვიდრე სასამართლო არ დაადასტურებს ბრალეულობას და გასაჩივრების უფლება
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. ადამიანის უფლებების დაცვა კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით მოიცავს მხოლოდ იმ სფეროს, რასაც დღეს სამოქალაქო უფლებებს უწოდებენ. ესაა რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლება თავისუფლად აირჩიოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება უნდა), სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სქესობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობა - მაგალითად, არ შეიძლება ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში ვიღაცა სხვებზე ნაკლებს იღებდეს, იმიტომ, რომ ის არის ქალი, ან ზანგი, ან ებრაელი და ა. შ...
    Source: თავისუფლება №3(27)მარტი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9