1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რესპუბლიკა

  1. როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი არჩევითია, ე.ი, ხელისუფლება წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს. ამ მიმართებაში მართალი იყო ჯეიმს მედისონი აშშ–ის კონსტიტუციის „მამა დამფუძნებელი“, როცა რესპუბლიკას განსაზღვრავდა, როგორც „ქვეყანას, რომელშიც კანონებს ქმნიან და ასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები“10. გადაწყვეტილების მიღება მმართველობის ამ ფორმის დროს ხდება დადგენილი პროცედურით, კენჭისყრის გზით, კანონით დადგენილი უმრავლესობის ნების საფუძველზე. მმართველობის ეს ფორმა, თავისი კლასიკური გაგებით, ნიშნავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალურ და სრულყოფილ განხორციელებას. რესპუბლიკა ისტორიულად მონარქიის ანტიპოდს წარმოადგენს, სადაც მემკვიდრეობითი ხელისუფლება იცვლება წარმომადგენლობითი ორგანოებით, ხოლო ქვეშევრდომობა - მოქალაქეობით (მონარქიული მმართველობის დროს არსებობს ქვეშევრდომობის ინსტიტუტი, ხოლო მოქალაქეობა დამახასიათებელია რესპუბლიკისათვის, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ზღვარი თითქმის წაშლილია ამ ორ ცნებას შორის და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სინონიმებია). დღეს–დღეობით რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნები უფრო მეტია, ვიდრე მონარქიული (ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში სულ სამ რესპუბლიკა არსებობდა). რესპუბლიკური მმართველობის ფორმის ასეთი გავრცელება მე–20 საუკუნეში მოხდა და კაცობრიობას მრავალი რევოლუციური პროცესის გადატანა მოუხდა მის დასამკვიდრებლად. რესპუბლიკა უფრო მეტად უახლოვდება დემოკრატიის ცნებას, ვიდრე მონარქია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონარქიაც შეიძლება იყოს დემოკრატიული (თანამედროვე ინგლისი, ესპანეთი, იაპონია და სხვა), ხოლო რესპუბლიკაც შესაძლებელია ანტიდემოკრატიულ ხასიათს ატარებდეს, მაგალითად, გერმანია ჰიტლერის დროს, საბერძნეთი «შავი პოლკოვნიკების» დროს, ჩილე პინოჩეტის დროს და სხვა. შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ დემოკრატიული მონარქია შეიცვალოს ანტიდემოკრატიული რესპუბლიკით, ასე მოხდა საბერძნეთში, 1967 წლის გადატრიალების შემდეგ, 1973 წელს ლიკვიდირებულ იქნა მონარქია და დამყარდა დიქტატურა რესპუბლიკური მმართველობის ფორმაში. ჭეშმარიტი რესპუბლიკა, თავისი არსით, მაინც გულისხმობს რეალური დემოკრატიის არსებობას. ინტერესს მოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ თანამედროვე კონსტიტუციები, აფუძნებენ რა რესპუბლიკური მმართველობის ფორმას, იყენებენ ფორმულას «დემოკრატიული რესპუბლიკა» (მაგ., საფრანგეთის, იტალიის კონსტიტუციები), ასეთ ფორმულირებას საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაც იყენებს, კერძოდ მისი პირველი მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ შემდეგს: «საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა». რესპუბლიკური მმართველობის სხვადასხვა ნაირსახეობებს გამოყოფენ, მათი რაოდენობა ხუთი, ან თუნდაც ექვსი, შეიძლება იყოს, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში, ძირითადად, რესპუბლიკის სამ სახეს ასახელებენ: საპრეზიდენტო, (იხ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა) საპარლამენტო (პარლამენტური) (იხ. საპარლამენტო რესპუბლიკა) და ნახევრად საპრეზიდენტო (შერეული) (იხ.ნახევრად საპრეზიდენტო (შერეული) რესპუბლიკა). არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რესპუბლიკის ასეთ სახეებად დაყოფა იურიდიულ მეცნიერებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, რადგან იგივე საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკების წარმოშობა, თავისი კლასიკური გაგებით, ამ პერიოდს უკავშირდება, კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ გერმანიის 1949 წლის კონსტიტუციას, იტალიის 1946 წლის კონსტიტუციას და 1958 წლის (მეხუთე რესპუბლიკის) კონსტიტუციას. რაც შეეხება საპრეზიდენტო რესპუბლიკას, იგი, თავისი კლასიკური გაგებით, აშშ–ში წარმოიშვა, ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, აშშ–ის 1787 წლის, დღეს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე. რესპუბლიკის სხვა სახეები: რესპუბლიკის ტრადიციული სახეების გარდა შეიძლება გამოიყოს მისი სხვა სახეებიც, როგორებიცაა სუპერსაპრეზიდენტო (იხ. სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა), სოციალისტური (იხ. სოციალისტური რესპუბლიკა), რელიგიური ნიშნით კი - თეოკრატიული და საერო და სხვა (იხ. თეოკრატიული რესპუბლიკა).
    Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.,

  2. ლათინური წარმოშობის სიტყვაა და საზოგადოების საქმეს ნიშნავს.
    Source: თავისუფლება №7დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9