პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან. განაჩენი იწერება სათათბირო ოთახში და დაუყოვნებლივ ცხადდება სასამართლო სხდომის დარბაზში.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.