1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაპრავება

პოლიციელთა ენაზე მისი მნიშვნელობა ასეთია: გაპრავება - საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. როდესაც გადაწყვეტილია, რომ სხვადასხვა მიზეზთა (ძალზე გახმაურებული, საქვეყნოდ ცნობილი საქმე, ოდიოზური დამნაშავე, ინტრიგანი და დაზარალებული და ა.შ.) გამო აუცილებელია საქმის ,,გაპრავება“ და ეჭვმიტანილის ,,სროკზე გაშვება“, საქმეში ერთვება წამების კარგად დამუშავებული მეთოდები, რათა მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტი სამხილი მისცეს გამოძიებას საკუთარი თავის ან სხვის წინააღმდეგ. კერძოდ, მსხვერპლს ურტყამენ ხელებზე, ტანზე, ფეხის გულებზე, რისთვისაც იყენებენ რეზინის ხელკეტს, სკამის საზურგეს, სპეციალურ დრეკად რკინას, რომელთა სხეულზე დარტყმების შედეგად სილურჯე თითქმის არ რჩება. წამების მეთოდები მრავალფეროვანია: ხელების შემორტყმა ყურებში, მსხვერპლის ჩაკეტვა სეიფში და გარედან ხელებით დარტყმები, მსხვერპლის გაშლილი ხელებით ჩამოკიდება და მისი ცემა (ე.წ. ,,ლასტოჩკა“), გაუპატიურება ან გაუპატიურების მუქარა. ცალკე უნდა აღინიშნოს დენის შეერთების აპრობირებული მეთოდი - როდესაც საველე ტელეფონს შეერთებული აქვს 250 კილოვატიანი კვების წყარო, საიდანაც გამოდის ორი შემაერთებელი მავთული და რაც უფრო მეტად ატრიალებენ ტელეფონის სახელურს, მით უფრო იმატებს დენი. ასეთ წამებას პრაქტიკულად ვერავინ უძლებს და მსხვერპლი მზად არის ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი.
Source: შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9