1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არისტოტელე

  1. (ძვ. წ. 384-322), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339-336 არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი). ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომები ძირითადად ეხება მეტაფიზიკის ანუ პირველი ფილოსოფიის საგანს, ფაიქოლოგიას და შემეცნების თეორიას, ეთიკას, ხელოვნების თეორიას, ლოგიკურ თხზულებებს, ფიზიკას და მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკას.

  2. (ძვ. წ. 384-322) დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, განათლება მიიღო ათენში, პლატონის სკოლაში. არისტოტელე დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოსა და სამართლის პრობლემებს.
    Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
  3. არისტოტელე – (384-322 წწ.), პლატონის მოწაფე და ალექსანდრე დიდის აღმზრდელი არისტოტელემ დააარსა პერიპათეტიკური სკოლა, რომლის მოწაფეებიც კამათის დროს დადიოდნენ, რამაც წარმოშვა ეს სახელწოდება (ბერძნულიდან: peripatos=სიარული). პლატონისაგან განსხვავებით არისტოტელე რეალისტია. მისი მთავარი ნაშრომებია: მეტაფიზიკა, ფიზიკა და ლოგიკა.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9