1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენერალური პროკურორი

კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას; პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, პროკურატურის კოლეგიის წევრებს, პროკურატურის მუშაკებს; აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში ჩამოთვლილი პირების, პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალების იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ; ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობის წევრების მიერ დანაშაულის ჩადენისას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს; წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანოებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობაში ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9