1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გნო

გნოსტიციზმი

  1. Gk. gnostikos შემეცნებითი
    ადრეული ქრისტიანობის რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა; ცდილობდა შეექმნა მოძღვრება ღმერთის შესახებ, სამყაროს წარმოშობისა და განვითარების შესახებ ქრისტიანულ-რელიგიურ დოგმატებზე, იდეალისტურ ფილოსოფიასა და იუდეველობაზე დაყრდნობით.
    Source: სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში ენციკლოპედია: [შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა] თბილისი
  2. Gk. ,,გნოსის’’ ნიშნავს ცოდნას, ,,გნოსტიკოსი’’-მცოდნეს, ,,გნოსტიციზმი“ - მცოდნეობას.
    ასე იხსენიებდნენ სექტებს, რომელთა წევრებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ: სიმონიანელები, ნიკოლაიტები, მენანდრელები, კერინთოსიანელები, დოსითესიანელები, დოკეტისტები, კარპროკრატიანელები, მარკიონიტები, ვალენტინელები, ებიონიტები, სატურნინელები და სხ. სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  3. გნოსისისადმი რწმენის დაქვემდებარება. გნოსტიკოსები ემხრობიან ქრისტიანობის ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ნეოპლატონიზმითაა შთაგონებული. გნოსტიკოსთა შორის გამოირჩევიან: ბასილიდე, ბარდესანი, კარპოკრატე, მარკიონი, ვალენტინოსი; გნოსტიკოსთა აზრით, ქრისტე არის ღმერთისგან წარმოშობილი და მასზე მდაბალი ერთ-ერთი „ეონთაგანი“. გნოსტიციზმს უპირისპირდებიან წმ. ირენეოს ლიონელი და წმ. იპოლიტე რომაელი. ბერძნული ფილოსოფიის მთავარი მოწინააღმდეგეა ტერტულიანე (160-240 წწ.), რომელიც აღიარებს საგანთა და სამშვინველის შესწავლის მნიშვნელობას, მაგრამ ბერძნული ფილოსოფიისა და რწმენის გაერთიანებას ეწინააღმდეგება და მტკიცედ იცავს რწმენის ზერაციონალობას. ბერძნული ფილოსოფიის მიმართ ტერტულიანეს დამოკიდებულებას იზიარებს ციცერონის დიდი თაყვანისმცემელი ლაქტანციუსი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს რწმენის განმარტებას რომაული კულტურის მეშვეობით.გნოსისა და რწმენის თანამშრომლობას ემსახურება ალექსანდრიის ქრისტიანული სკოლა, სახელგანთქმული დიდასკალიონი, სადაც გაიბრწყინეს კლიმენტი ალექსანდრიელმა და ორიგენემ. პირველმა მათგანმა სცადა, დაემტკიცებინა ტრადიციონალისტებისთვის, რომ რწმენას, მიუხედავად მისი, როგორც უმაღლესი ცოდნის უპირატესობისა ბერძნულ ფილოსოფიასთან მიმართებაში, მხოლოდ სარგებელს მოუტანს იმ დისციპლინათა შესწავლა, რომლებმაც დიდება და სახელი შესძინეს ბერძნულ ცივილიზაციას. იმავე აზრს იზიარებს ორიგენეც, რომელიც ამა თუ იმ დოგმის კვლევისას ზოგჯერ მეტისმეტად რაციონალურ განმარტებებს გვთავაზობს, რაც მთავარი მიზეზია ორიგენეს სწავლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის გაჩაღებული კამათისა.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9