1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოთ გოი გოლ გონ გორ გოფ

გონებრივი იერიში

  1. ჯგუფური მუშაობის მეთოდი, რომლის მიზანია კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მაქსიმალური რაოდენობის იდეების შეგროვება.
    Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
  2. ერთ – ერთი ინტერაქტიური მეთოდია, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯ. ოსბორნმა შეიმუშავა. მისი მიზანია პრობლემის გადაჭრა მთელი ჯგუფის მონაწილეობით, იდეათა თავისუფალი გამოთქმის გზით. გონებრივი იერიში ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. მოსწავლეები სწავლობენ სხვის მოსმენას. გონებრივი იერიში შეიძლება ჩატარდეს დამოუკიდებლად ან წარმოადგენდეს სხვა სავარჯიშოს ნაწილს. მასწავლებელი წინასწარ არჩევს პრობლემას და შეკითხვის სახით მკაფიოდ ჩამოაყალიბებს მას. ამის შემდგომ იწყება გონებრივი იერიშის პირველი ეტაპი, რომელსაც იდეათა გენერაციის (დაგროვების) ეტაპი ეწოდება.
    Source: ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით : თრენინგის მასალები / საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი ; [შემდგ.: მ. ბაქრაძე და სხვ. ; გ. ნოზაძის საერთო რედ.] - თბ. : მერიდიანი, 2000
  3. ამ მეთოდის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს იდეების გენერაციის პროცესი. „გონებრივი იერიშის“ გამოყენება თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და განაპირობებს საერთო პრობლემის ერთობლივ გადაწყვეტას.
    Source: კვიცარიძე მარინა. დამხმარე სახელმძღვანელო დამწყები ტრენერებისათვის,-[რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე ლიტერატურული რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე რეცენზენტი: ნათელა იმედაძე ტექნიკური რედაქტორი: ნინო ბურდული კომპიუტერული დიზაინი: ირაკლი ხუციშვილი გიგა წიბახაშვილი],- გამომცემლობა შ. პ. ს. ,,სიესტა“,-თბ.,-2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9