1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოთ გოი გოლ გონ გორ გოფ

გონივრული საფუძვლის შემოწმება

E. Rational basis scrutiny
სასამართლო შემოწმების ყველაზე დაბალი დონე. შემოწმების ამ დონის გავლისას წყდება საკითხი იმის თაობაზე, სახელმწიფოს ქმედებას ან კანონს გააჩნია თუ არა გონივრული კავშირი ლეგიტიმურ ინტერესთან. ყველა კანონი, რომელიც ექვემდებარება სასამართლო შემოწმებას, მაგრამ არ არღვევს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას და არ ახდენს კლასიფიცირებას სქესის ნიადაგზე დაექვემდებარება გონივრული საფუძვლის შემოწმებას. მაგალითად კანონი, რომელიც ძაღლების ლიცენზირების ვალდებულებას აწესებს. ამგვარი კანონი კონსტიტუციურად იქნება ცნობილი ვინაიდან იგი ხელს უწყობს ლეგიტიმურ ინტერესს, კერძოდ ძაღლის მესაკუთრის ვინაობის დადგენას, ძაღლის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9