1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინსტიტუციური კომპლექსი

სოციალური შემთხვევა, რომლის რამდენიმე ინსტიტუტი შეჭიდულია ან კანონის, ან ტრადიციის (დაუწერლად), ან ორივეს ძალით. ანუ, როდესაც კონკრეტულ საზოგადოებაში/სახელმწიფოში ერთ-ერთი ინსტიტუტის თანაობა (და სეინ) თავისთავად ნიშნავს მეორის თანაობასაც. (მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში: ძალაუფლება/პოლიტიკა – ეკლესია, ძალაუფლება/პოლიტიკა – ეკლესია – ოჯახი, განათლება – ოჯახი). სხვადასხვა ინსტიტუციური კომპლექსი შეიძლება აღიწეროს ერთი და იგივე ინსტიტუტების სახელებით. მაგრამ სხვადასხვა საზოგადოებაში ეს სახელები, გამომდინარე კომპლექსის ბუნებიდან და თვითონ ინსტიტუტის ფორმიდან, სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. ინსტიტუტებს, რომელთაც ჩვენი გარემოს ისტორიის განმავლობაში არ შეუცვლიათ თავიანთი ფორმა, და ჯერჯერობით მეტწილად ასეთად რჩებიან, არის ოჯახი – მიკროინსტიტუტი, და სახელმწიფო (ძალაუფლება/პოლიტიკა) – მაკროინსტიტუტი. ჩვენი გარემოს, ჩვენი ცივილიზაციის სხვა ინსტიტუტები, როგორც ისტორიის განმავლობაში, ასევე მოდერნულობაში და თანამედროვეობაში იცვლის როგორც ფორმას, ასევე ტიპსაც. ინსტიტუციონალური კომპლექსის კონკრეტული ტიპის საშუალებით შეიძლება განსაზღვროს სახელწიფოს და საზოგადოების ტიპი. ასევე, ინსტიტუციონალური კომპლექსის ტიპი განსაზღვრავს ერთის მხრივ, რა ფორმა აქვს მასში შემავალ ინსტიტუტებს, ხოლო მეორე მხრივ, ინსტიტუტის ფორმა განსაზღვრავს ინსტიტუციონალური კომპლექსის ტიპს.
Source: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9