1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტეგრაცია

  1. L.
    ძალიან ზოგადად, ეს არის ცალკეული ელემენტების გაერთიანებისა და კოორდინირების პროცესი. ინტეგრირება - ჰარმონიულ და კოორდინირებულ ერთიან მთლიანობად გადაქცევა, რაც განპირობებულია გადაწყობით, რეორგანიზაციითა და, შესაბამისად, ელემენტებისა და ნაწილების დამატებით ან ჩამოშორებით. ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, როდესაც „ელემენტებად“ მოიაზრებიან პიროვნებები/ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით (რასა, სქესი, რელიგია, ეთნოსი, სოციალური კლასი და ა.შ.).
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
  2. ინკლუზიის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას წარმოადგენს. ინტეგრაციით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები თავიანთ თანატოლებთან ერთად, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები არა აქვთ, ჩართულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასეთი მოსწავლეები ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დადგენილი პირობებით არიან უზრუნველყოფილნი, რაც მათ წარმატებულობას განაპირობებს. ინტეგრაცია არის „მოსწავლის სწავლისათვის ყველაზე მეტი შესაძლებლობის მიმწოდებელ საუკეთესო გარემოში მოთავსების“ პრინციპი.
    Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
  3. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანია ცალკეულ ჯგუფთა თვითიდენტიფიკაციის ერთიან საზოგადოებრივ და კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
    Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ.: საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
  4. ეკონომიკური სუბიექტების, სხვადასხვა ქვესისტემების (ქვედანაყოფების) ძალისხმევათა გაერთიანების პროცესი ორგანიზაციის საერთო მიზნების მისაღწევად.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9