(სადეპუტატო მოთხოვნა) კლასიკური საპარლამენტო სისტემის გამოხატულებაა ინფორმაციის მიღების პროცედურებითა და კონტროლის განხორციელებით. ინტერპელაცია მიმართულია რომელიმე სამხედრო მმართველისადმი და ითვალისწინებს იმის გარკვევას, თუ რა გააკეთა მისმა ქვემდებარე უწყებამ ან რა გაკეთდა ზოგადი პოლიტიკის სფეროში. (სამხედრო საქმე. რედ.) ინტერპელაციას ორი უმთავრესი მახასიათებელი აქვს: პირველი, განაპირობებს საერთო დებატებს და, მეორე, იწვევს პოლიტიკურ სანქციას. ინტერპელაცია ყველაზე ეფექტური პროცედურაა იმ თვალსაზრისით, რომ სამხედრო მმართველების გამოძახება ხდება პირდაპირი ანგარიშისათვის. ეს არ არის, უბრალოდ, ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც, ამასთანავე, კონტროლის პირდაპირი ფორმაა.
Source: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006