1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტოქსიკაცია

საერთოდ, სიტყვა ინტოქსიკაცია ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეულ თრობას ნიშნავს, მაგრამ სისხლის სამართალში იგი მთლიანად იმ ფსიქიკურ მდგომარეობას გამოხატავს, რომელშიც ადამიანი არა მარტო ალკოჰოლური სასმელების, არამედ ნარკოტიკების, ფსიქოტროპული და მსგავსი სხვა ნივთიერებების მოხმარების შედეგად აღმოჩნდება და რომლის დროსაც ფსიქიკური ან ფიზიკური კონტროლის დაკარგვას აქვს ადგილი. აშშ-ს მოდალური კოდექსის 2.08 მუხლის მიხედვით, მაინტოქსიფიცირებელი ნივთიერებების ორგანიზმში შეყვანის შედეგად ფსიქიკური და ფიზიკური ფუნქციების მოშლას ინტოქსიკაცია ეწოდება. ინტოქსიკაციის დროს არა მარტო დაქვეითებულია განსჯის უნარი, რაციონალური არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, არამედ ზემოქმედება ხდება ადამიანის ინტელექტზეც, აღქმაზე, აზრების სიცხადეზე, რეფლექსების კოორდინაციასა და კუნთოვანი ქსოვილის კონტროლზე. პირს, რომელიც ინტოქსიკაციის გავლენის ქვეშ მოქმედებს, შეიძლება არ ჰქონდეს „საერთო განზრახვის” (general intent) ფორმულირების უნარი და a fortiori, სპეციფიკური განზრახვა (specific intent). თუმცა, გონების ფუნქციონირების საიდუმლოებების ახსნა ან პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უცხო ნივთიერებებით გამოწვეული გარეგნული გავლენის შუქჩრდილების შეფასება იურიდიულ მეცნიერებათა ამოცანებში არ შედის. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისთვის მთავარია შემდეგი: პირი, რომელიც თავისი ნებით ჩააყენებს თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარ ქცევებზე კონტროლს კარგავს, პასუხს აგებს ამ დროს შესრულებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ყველა ქმედებისათვის. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, თუ დავაკონკრეტებთ ერთი შეხედვით გაუგებარ ტერმინებს - სპეციფიკური განზრახვა, საერთო განზრახვა. ამისთვის ისევ ბლექის იურიდიულ ლექსიკონს მივმართავთ. (ამერიკულ სისხლის სამართალი)
Source: მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით წინააღმდეგ // ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9