1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ისი ისლ ისმ ისტ

ისლამოფობია

ანუ ისლამის, მუსულმანების და მათთან დაკავშირებული საქმეების შიში. ისლამოფობია არ არის ახალი ფენომენი. ეს ფაქტობრივად არის პრეკონცეფციების უძველესი ფორმა, რომელიც ბოლო დროს აქტუალური თემა გახდა იმ გამანადგურებელი ეფექტის გამო რაც მას მუსულმანების ცხოვრებაზე აქვს, განსაკუთრებით იმ მუსულმანების, რომლებიც უმცირესობაში არიან საზოგადოებაში სადაც ცხოვრობენ. ამჟამინდელი სიტუაცია კვებავს ძლიერ და ღრმად ფესვგადგმულ პრეკონცეფციას უმეტეს ევროპულ საზოგადოებებში ისლამთან დაკავშირებით. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მისი როგორც რელიგიის ოფიციალური აღიარების უარყოფა, ნებართვის გაუცემლობა მეჩეთების აგებისათვის ან მუსულმანური რელიგიური ჯგუფებისათვის ან თემისათვის მხარდაჭერზე უარის თქმა. ისლამის შესახებ უცოდინრობა არის ისლამოფობიის მთავარი მიზეზი. ისლამი ხშირად არის ასოცირებული მხოლოდ ტერორიზმთან და ესქტრემიზმთან. ფაქტობრივად ისლამი არის რელიგია, რომელიც სხვა ბევრი რელიგიის მსგავსად ქადაგებს შემწყნარებლობას, სოლიდარობას და ერთმანეთის სიყვარულს.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9