1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ისი ისლ ისმ ისტ

ისლამური ფუნდამენტალიზმი

იმდენად ფართე ცნებაა, რომ მასში ყველა იმ ისლამური მიმდინარეობის გაიგივება შეიძლება, რომელთაც პრეტენზია აქვთ ისლამის პირვანდელი სახის და სიწმინდის შენარჩუნებაზე (პირვანდელი ,,ფუნდამენტის” უცვლელობა პრიმატად, ხოლო შემდგომ პერიოდში დამატებული ადათ-წესები და რიტუალები ,,ბიდ’ა”-დ, ანუ მწვალებლობად არის აღიარებული). როგორც წესი, რამდენი მიმდინარეობაცაა, იმდენი სახის ,,წმინდა ისლამია.” ისლამური ფუნდამენტალიზმის გამოვლინებაში, ძირითადად, იმ ორგანიზაციების ქმედებას გულისხმობენ, რომლებიც აქტიურ სამხედრო და ექსპანსიურ საქმიანობას ეწევიან. ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, გამართლებულიცაა, რადგან სადღეისოდ თავისი საბრძოლო მოქმედებებით და ტერორიზმით სწორედ ისლამის გაწმენდის და ,,ისლამური რეფორმაციის” მომხრე ჯგუფები არიან ცნობილნი. ამავე დროს არ აქვს მნიშვნელობა შიიტურია ორგანიზაცია თუ სუნიტური, რადგან ორივე მიმდინარეობა ერთადერთ მართლმორწმუნე ისლამად წარმოაჩენს თავს და, შესაბამისად ,,რეფორმაციის” მომხრე ჯგუფები ორივე მხარეს მრავლად არიან. სწორედ ამიტომ, ისლამურ ფუნდამენტალიზმს არ გააჩნია ერთი კონკრეტული და ჩამოყალიბებული სახე - ფორმა.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9