ამბავი, რომელიც ხდება რაღაც დროში და რაღაც სივრცეში; ანუ, ისტორიაში დროც და სივრცეც გარკვეული და განსაზღვრულია; ანუ, ამ შემთხვევაში ის სივრცე, რომელშიცაა სუბიექტი, შემორტყმულია დროით - ანუ, მთელ იმ სივრცეს, რომელიც აღიწერება, როგორც ისტორიის სუბიექტის გზა, შეესაბამება ამ სუბიექტის დრო და სხვა სუბიექტებთან მხოლოდ ზედაპირული შეხება თუ ხდება. ამდენად, ჩვენ აქ საქმე გვაქვს სფეროსებრ ფიგურასთან; ამ სისრულის და ყოვლისმომცველობის გამო - დრო და სივრცე ორივე განსაზღვრულია - ისტორიის სუბიექტიც ყოვლისმომცველი ხდება და, ფაქტობრივად, ამ სფეროს ყოველ წერტილს იკავებს - ამ სფეროს საკუთარ სახელს არქმევს. ისტორიის სუბიექტი, კრებითი და ზოგადი ერთეულია (ერი, ხალხი, კლასი).
Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993