1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იუდ იუვ იუმ იუნ იურ იუს

იუსტიციის საბჭო

  1. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებთან მიმართებით
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,

  2. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, 12 წევრისაგან შემდგარი იუსტიციის საბჭო წარმოადგენს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, წარდგენის, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესასრულებლად. საბჭოს შემადგენლობა პარიტეტის საფუძველზე იქმნება. ოთხ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, ოთხს - ირჩევს პარლამენტი (თუმცა დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენლის არჩევა), ხოლო ერთს - ნიშნავს უზენაესი სასამართლო. თანამდებობის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები. საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებია: - პრეზიდენტისთვის მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა; - პრეზიდენტისთვის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა; - რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა; - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგენით საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის სტუქტურის და საშტატო რაოდენობის დადგენა და დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის წარდგენა; - სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალათა განხილვა; - კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარდა) აღძვრა; - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; - პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენა მოსამართლეთა კანონით დადგენილი წესით წახალისების თაობაზე; - საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; - კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9