1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლასტერის პროცესი

ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს, მსო-მ თავის თავზე აიღო აქტიური როლი ამ სამ მიგრაციის წყარო ქვეყანასა და დასავლეთ ევროპის დანიშნულების ქვეყნებს (2002 წლის აპრილში გამართულ კლასტერის შეხვედრაზე მონაწილეობდნენ შემდეგი დასავლეთ ევროპის ქვეყნები: ბელგია, დანია, გერმანია, ჰოლანდია და შვეიცარია) შორის დიალოგის წარმართვის ხელის შეწყობაში. 2001 წლის დასაწყისში მსო-ს ინიციატივით დაიწყო ,,კლასტერის” პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა მიგრაციის წყარო ქვეყნებისა და დანიშნულების ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას მიგრაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებში: 1) ინფორმაციის გაცვლა კლასტერის ქვეყნების საემიგრაციო დეპარტამენტებს შორის. 2) რეადმისის შესახებ ხელშეკრულებები (მთავრობების ორმხრივი მოქმედება). 3) ამიერკავკასიის მთავრობების ტექნიკური პოტენციალის მშენებლობა. 4) დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროცესი. 5) საინფორმაციო კამპანია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიგრაციის წყარო ქყვენებში. 2001 წლის 19-21 თებერვალს ,,კლასტერის” შეხვედრის დროს თბილისში ამიერკავკასიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებმა განიხილეს არალეგალური მიგრაციის მზარდი პრობლემა და თხოვნით მიმართეს მსო-ს შეემუშავებინა სამუშაო გეგმა, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული ქვეყნები ითანამშრომლებდნენ არალეგალურ მიგრაციაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით საინფორმაციო კამპანიის პროექტის განხორციელების საშუალებით.
Source: საინფორმაციო კამპანია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ,-მსო.,-თბ,–2002.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9