1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კოლექტივიზმი

  1. ანუ, ადამიანების შეფასება იმის მიხედვით, თუ რომელი ჯგუფის, კოლექტივის, ერთობის, ტომების წევრები არიან. ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ეკუთვნიან ადამიანები, და არა იმას, თუ რანი არიან ისინი თვითონ.
    Source: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
  2. გულისხმობს საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულთან შედარებით. კოლექტივისტურ საზოგადოებებში ინდივიდი ძირითადად მოტივირებულია იმ ჯგუფის თუ ჯგუფების ინტერესებით, რომელთა წევრიცაა იგი. ამ ჯგუფების წევრობა ტრადიციულია და არა ნებაყოფლობითი. ჯგუფი შეიძლება იყოს დიდი (ერი, სახელმწიფო, რელიგიური ერთობა და სხვ.) და შედარებით მცირე (ნათესაობა, სამეზობლო, ნაცნობმეგობართა წრე და სხვ.). შესაბამისად, განარჩევენ ე.წ. „დიდჯგუფოვან“ (მაგალითად, რუსეთი) და „მცირეჯგუფოვან“ კოლექტივისტურ კულტურებს.ფსიქოლოგთა მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციით, „საქართველო წარმოადგენს კლასიკურ „მცირეჯგუფოვან“ კოლექტივისტურ კულტურას“, სადაც ძირითად სოციალურ ერთეულს შეადგენს ნათესაობა, სამეგობრო, ნაცნობთა წრე და ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს სწორედ ამ ჯუფებში არსებული ნორმები. საზოგადოების წევრთა ასეთი ნორმები საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა, როცა საქართველო (მისი ცალკეული ნაწილები) დამოუკიდებელი არ იყო და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები მის ფარგლებს გარეთ წყდებოდა. ცალკეული ინდივიდის აზროვნებისა და პასუხისმგებლობის სივრცე ზემოთ დასახელებული ჯგუფებით შემოიფარგლებოდა (ანუ საკმაოდ ვიწრო იყო) და თითქმის არ ვრცელდებოდა უფრო დიდ სოციალურ ერთობაზე - სახელმწიფოზე ან ერზე და, მით უმეტეს, ისეთ აბსტრაქტულ ნორმაზე, როგორიცაა კანონი.
    Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9