1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არჩევნები

  1. 1. საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა კენჭისყრით;
    2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასაჯარო დაწესებულების, ორგანიზაციის კოლეგიური ორგანოს ან თანამდებობის პირის არჩევა. არჩევნების მეშვეობით მოქალაქეები ახორციელებენ სახელმწიფოს ან დაწესებულების, ორგანიზაციის მართვა-გამგებლობაში მონაწილეობის უფლებას. არჩევნები შეიძლება იყოს საყოველთაო და ნაწილობრივი, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო, მორიგი, დამატებითი, განმეორებითი, პირდაპირი და არაპირდაპირი, პროპორციული და მაჟორიტარული და ა.შ.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია: გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005 - 271გვ.
  2. ფორმა, რომლითაც ხდება ხალხის მიერ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. არჩევნები შეგვიძლია შევადაროთ ვაჭრობის პროცესს, როდესაც შემსყიდველი (ხალხი) ცდილობს შეიძინოს საუკეთესო ხარისხის მომსახურება, ხოლო ბაზარზე არსებული მიმწოდებლები (პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო სუბიექტები) მას საკუთარ საშუალებებსა და მომსახურებას (რესურსებს) სთავაზობენ. ამ შემთხვევაში შემძენი აკეთებს არჩევანს და დებს მომსახურების ხელშეკრულებას გარკვეული ვადით (ეს იქნება საპრეზიდენტო ან საპარლამენტო ვადა). სწორედ ამდაგვარი პროცესია არჩევნები, რომლისთვისაც შემუშავებულია გარკვეული წესები და ყველა პირი (მყიდველიც და გამყიდველებიც) მოვალენი არიან იხელმძღვანელონ ამ წესებით. ასეთი წესები დადგენილია როგორც კონსტიტუციით, ასევე საარჩევნო კოდექსით. არჩევნების ჩატარებისას დაცული უნდა იქნას პრინციპები, რომელიც კონსტიტუციური ხასიათისაა.
    ეს პრინციპებია: საყოველთაოობა; თანასწორობა; პირდაპირობა; კენჭისყრის ფარულობა.
    კენჭისყრის ფარულობა ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ნების გამოვლენა უნდა ხდებოდეს ფარულად. არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 164) თანახმად, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა დანაშაულად არის გამოცხადებული. უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს იმ ტიპის ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან.
    Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9