1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომერციული საიდუმლოება

  1. ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ზოგადად, კომერციურლი საიდუმლო დაკავშირებულია პროფესიულ და კონფიდენციალურ საიდუმლოებასთან პროფესიულ საიდუმლოებას კი ,,მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი, შემდგომში სზაკ-ი მუხ. 27.3). თუმცა, პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.
    Source: მაჭარაშვილი ოთარ. კომერციული საიდუმლოება // ალმანახი №17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.,

  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  3. კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აქვს კომერციული ღირებულება ანუ ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს მოგების მიღება საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გეგმის პროცესის, ფორმულის სახის და ეხებოდეს საქონლის წარმოებას, გადამუშავებას, მომზადებას, მომსახურების გაწევას, ეს ინფორმაცია შეიძლება აგრეთვე წარმოადგენდეს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს. კომერციული საიდუმლოებაა აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
    Source: სოლიდარობა №9(18),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9