1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომპეტენცია

  1. (ლათ. compententia) - ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრავს მის ადგილს სახელმწიფო ორგანოების სისტემაში. საკითხთა წყება, რომელთა ჯეროვანი ცოდნა მოეპოვება ვისმე.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  2. წარმოადგენს თვისებების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების დინამიურ კომბინაციას. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპეტენციის განვითარება. კომპეტენცია ყალიბდება სხვადასხვა კურსების ფარგლებში და სხვადასხვა საფეხურზე ფასდება. იგი შეიძლება დაიყოს საგანთან დაკავშირებულ კომპეტენციად (დარგისათვის სპეციფიკური) და ზოგად კომპეტენციად (რომელიც საერთოა ყველა აკადემიური სფეროსათვის).
    Source: კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
  3. როგორც სტანდარტულ, ასევე, ცვალებად სიტუაციაში ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სიახლეების გამოყენების შესაძლებლობა.
    Source: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9