იურიდიულად მავალდებულებელი ძალის მქონე შეთანხმება სახელმწიფოებს შორის; იხმარება შეთანხმებისა და პაქტის სინონიმად. კონვენციას მეტი ძალა აქვს, ვიდრე დეკლარაციას, ვინაიდან იგი იურიდიულად ავალდებულებს იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებმაც მისი რატიფიცირება მოახდინეს. როდესაც, მაგალითად, გაერო-ს გენერალური ასამბლეა ღებულობს კონვენციას, იგი აყალიბებს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ კონვენციის მიღების შემდეგ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონვენციის რატიფიცირება და ამით მისთვის საერთაშორისო სამართლის სტატუსის მინიჭება.
Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]