1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონკურენცია

  1. L. concurrentia შეჯახება – საქონლის, მომსახურების
    მეწარმეთა შეჯიბრი გამოშვებული პროდუქციის ხარისხისა და ასორტიმენტის გაუმჯობესებით სასაქონლო ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად, აგრეთვე ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედი ეკონომიკური აგენტების მეტოქეობა, როცა თითოეული მათგანის ქმედება ზღუდავს მეტოქის შესაძლებლობას, უპირატესობა მოიპოვოს ბაზარზე და ხელს უწყობს მომსახურებისათვის საჭირო საქონლის წარმოშობას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ.: ფონდი Alpe, 2005.
  2. ტერმინი ლათინური წარმომავლობისაა და მისი ძირეული სიტყვის, concurre-ს პირველი მნიშვნელობა ჯგუფურ ქმედებას, ხალხის ფორუმსა ან/და სხვა საჯარო ადგილას შექუჩებასა და შესაბამის შეხლაშემოხლას გულისხმობს.
    Source: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები / [კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი]; რედ.-შემდგ.: ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა (მხატვ.), ზაზა შათირიშვილი - თბ., 2007 - 200გვ. ; 24სმ. - (ევროპული ძიებანი: სტატ. კრ., 2006). - ISBN 978-9990000-68-54-8: [ფ.ა.] [MFN: 31727]
  3. მწარმოებლებს, გამყიდველებს, ნებისმიერ ეკო-ნომიკურ, საბაზრო სუბიექტებს შორის შეჯიბრება, ანუ უფრო მაღალი შემოსავლის, მოგების და სხვა სიკეთის მიღების მიზნით საქონლის (მომსახურების) გასაღების ბაზრის დაპყრობისათვის ბრძოლაა. კონკურენცია არსებობისათვის ბრძოლის ცივილიზებული, ლეგალური ფორმის და საბაზრო ეკონომიკაში შერჩევის ერთერთ ქმედით მექანიზმს წარმოადგენს.
    Source: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9