1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონსტიტუცია

  1. E. CONSTITUTIO
    ტერმინი „კონსტიტუცია“ - ლათინური სიტყვაა და დაწესებას, დადგენას ნიშნავს. კონსტიტუცია არის სამართლებრივი აქტი ან სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ ან რეფერენდუმის გზით, გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა და არეგულირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის საფუძვლებს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს. ეს ტერმინი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ რომის იმპერიის კანონმდებლობიდან იხმარებოდა. „კონსტიტუცია“ - მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში გამოხატავდა იმპერატორთა ბრძანებებსა და მათ მიერ დადგენილ სხვადასხვა წესებს, მაგრამ მას იმ დროისათვის სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელობა არ ჰქონია. კონსტიტუციის აღმოცენება ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგია, რომელმაც შვა ახალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. პირველი კონსტიტუცია დაიწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1787 წელს და 200 წელზე მეტია მოქმედებს), შემდეგ კი საფრანგეთსა და პოლონეთში (1791 წელს). ამ პერიოდიდან მოყოლებული, მრავალი მეცნიერ-იურისტი ცდილობდა კონსტიტუციის არსის წვდომას; სწორედ ამგვარი მცდელობებისა და აზრთა შეჯერების შედეგად, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ცნება. კონსტიტუციამ შეიძინა ქვეყნის ძირითადი კანონის ძალა, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძვლები, მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა და სხვა ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც სახელმწიფო განახორციელებდა თავის არსებობასა და ფუნქციონირებას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. სახელმწიფოს მთავარი კანონი.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
  3. L. constitutio - დადგენა
    სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც ცალკე მუხლად განსაზღვრავს საზოგადოებრივ და სახელმწიფო მოწყობას, საარჩეევნო სისტემას, სახელმწიფო ორგანოების შექმნისა და მოქმედების პრინციპებს, მოქალაქეთა ძირითად უფლება-მოვალეობას (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
    Source: იაკაშვილი, პაატა ეროვნული იდეა: კრებული/[რედ.: ქეთევან მაჩხანელი]. - თბ., 2003. - 742გვ.; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20051]
  4. დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ძირითადი ნორმები სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფოთა ჯგუფისთვის. ეს ნორმები რამდენიმე კითხვას სცემს პასუხებს. როგორ მუშაობენ ინსტიტუტები? როგორ ხდება უფლებამოსილებათა განაწილება? რა ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი პოლიტიკის განსახორციელებლად? რა ფასეულობები მკვიდრდება? რომელი ძირითადი უფლებები აქვთ მინიჭებული მოქალაქეებს?
    Source: ევროპის კონსტიტუცია. /ევროკომისიის წარმომადგენლობა; ევროპულ თანამეგობრობათა ოფიციალური გამოცემების სამსახური/ – 2004.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9