1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონტროლი

  1. Fr. შემოწმება
    ცნება „კონტროლი“ ჯერ კიდევ ფართო დისკუსიის საგანს წარმოადგენს მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს შორის. იგი ძირითადად აღიქმება როგორც სამხედრო ძალების საქმიანობის შემოწმებისა და, ზოგადად, მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება. ტერმინი „კონტროლის“ ასეთი სახით დეფინიცია ფართოდ არის გავრცელებული არა მხოლოდ სამხედროთა შორის, არამედ თვით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას შორის მაშინ, როდესაც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო - დემოკრატიული კონტროლი უფრო მრავლისმომცველი ცნებაა და იგი თავისი არსით არა მხოლოდ მაკონტროლებელ ხასიათს ატარებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა მაბალანსირებელ სისტემას უზრუნველყოფს. კონტროლი, ამ შემთხვევაში, ნიშნავს არა მხოლოდ სამხედროთა საქმიანობაზე ზედამხედველობას, არამედ ამ საქმიანობისთვის წესების დადგენას, მის შეთავსებას საზოგადოებრივ მოთხოვნებსა და სახელმწიფო ინტერესებთან და ამ პროცესის წარმართვის დომინირებას. „კონტროლი“ ამ შემთხვევაში უფრო მეტად სოციალური ცნებაა და იგი მიმართულია არა პიროვნებებისაკენ, არამედ ძალაუფლების ინსტიტუციონალური ბალანსირებისაკენ. (სამხედრო საქმე. რედ.)
    Source: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
  2. მენეჯმენტის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევას.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9