1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონტროლის პალატა

  1. სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, შექმნილი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობის მიზნით. იგი ემსახურება ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  2. სახელმწიფო კონტროლის ორგანო, პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების მართებულად გამოყენების კონტროლსა და ამ სახსრების გახარჯვის ზედამხედველობის განხორცილებაზე.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,

  3. როგორც ქვეყნის უმაღლესი საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, იქმნება საქართველოს პარლამენტთან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობის კონტროლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, საპრეზიდენტო რესპუბლიკის საკონტროლო შეზღუდვის პირობებში კი თითქმის ერთადერთ რეალურ ბერკეტად რჩება.
    Source: წიქარიძე შ. საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლის სრულყოფისათვის //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9