1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ასა ასე ასი ასკ ასო ასტ ასუ

ასიმილაცია

  1. საკუთარივით შეთვისება ან მიერთება. სოციოლოგიაში ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც წარსულისა თუ იდენტობის თვალსაზრისით სრულიად შეუსაბამო ჯგუფები ან ინდივიდები იქცევიან ერთგვაროვან, ერთი იდენტობის მატარებელ ჯგუფად. ამ შემთხვევაში პროცესი შესაძლოა იყოს ცალმხრივი, როდესაც ერთი შთანთქავს მეორეს ან ორმხრივი, როდესაც ერთიანდება ერთ მთლიანობაში და, აქედან გამომდინარე, ხდება ორიგინალური პირველადი იერსახეების წაშლა.
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
  2. პროცესი, რომლის შედეგად ერთი ეთნიკური ჯგუფის წევრები კარგავენ თავიანთ თავდაპირველ კულტურას და ითვისებენ იმ ეთნიკური ჯგუფის კულტურას, რომელთანაც უშუალი კონტაქტი აქვთ. ეს პროცესი შეიძლება სპონტანურად მიმდინარეობდეს - ასეთ შემთხვევაში იგი შეიძლება განიხილებოდეს აკულტურაციის ერთ-ერთ ტიპად, აკულტურაციის პროცესის შედეგად. ცნება „ასიმილაცია“ XIX ს-ის ბოლოდან დამკვიდრდა ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში, თავდაპირველად - ტერმინ „ამერიკანიზაციის“ სინონიმური მნიშვნელობით. მისი პირველი განსაზღვერბა რ.პარკსა და ე.ბერჯესს ეკუთვნით: „ასიმილაცია ურთიერთშეღწევისა და შერევის პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები ან ჯგუფები იძენენ სხვა ინდივიდების ისტორიულ მეხსიერებას და იზიარებენ რა მათ გამოცდილებას, ჩართული აღმოჩნდებიან საერთო კულტურულ ცხოვრებაში“. XX ს-ის შუა წლებამდე ეს ტერმინი გამოიყენებოდა აშშ თეთრკანიანი მოსახლეობის დომინირებად კულტურაში ინდიელთა ტომების ინკორპორაციის მნიშვნელობით. ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა უზარმაზარ „შემოქმედებით ლაბორატორიად“, სადაც სხვადასხვა კულტურული ტრადიცია ერთმანეთს ერევა და „გადაიდნობა“ სინთეზურ მთლიანობად. XX ს-ის მეორე ნახევარში ჯ. ვან დერ ზანდენმა განასხვავა ცალმხრივი ასიმილაცია, როცა უმცირესობის კულტურა მთლიანად გამოიდევნება დომინირებადი კულტურის მიერ, და კულტურათა შერევა, რომლის დროსაც დაქვემდებარებული და გაბატონებული ჯგუფების ელემენტები ერთმანეთს ერევა, ქმნის მდგრად კომბინაციებს და საფუძველს უყრის ახალ კულტურას. მ.გორდონმა დაამკვიდრა ასიმილაციის ხარისხობრივი განხილვის ტრადიცია. დღეს მიჩნეულია, რომ სრული ასიმილაციის შემთხვევები ძალიან იშვიათია; ჩვეულებრივ, ადგილი აქვს უმცირესობის კულტურის ამა თუ იმ ხარისხით ტრანსფორმაციას დომინირებადი ეთნიკური ჯგუფის კულტურის ზეგავლენით. ამასთან, ხშირად უმცირესობის კულტურის უკუზეგავლენაც ფრიად ძლიერია.
    Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9