1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი კრო კრუ

კრიტიკული აზროვნება

„კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მათზე პასუხის ძიებას. ის მოიცავს ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირებას, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევას. კრიტიკული აზროვნება, ერთი მხრივ, თავაზიან სკეპტიციზმს, მეორე მხრივ კი, ჩამოყალიბებული პიროვნული პოზიციის არსებობას გულისხმობს“ „კრიტიკული აზროვნების არსი არც ისე რთულია. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც ზრუნვა საკუთარ აზროვნებაზე. მისი ღირებულებაც მარტივი გასაგებია: თუ ძალგვიძს, ვიზრუნოთ საკუთარ აზროვნებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვაც შეგვიძლია, რაც მის გაუმჯობესებას, პოზიტიური მიზნებისკენ მიმართვას გულისხმობს“. „კრიტიკულ აზროვნებას მივყევართ გადაწყვეტილებამდე: რა ვირწმუნოთ და რა არა“. კრიტიკული აზროვნება გონებაში ინფორმაციის შესვლასთან ერთად იწყება და ამ ინფორმაციისადმი პიროვნული პოზიციის გამომუშავებით სრულდება. ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა პრიზმაში დანახვას, ალტერნატივათა აწონვა-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს. ესაა საკითხისადმი არაერთჯერადი და არაერთგვაროვანი მიდგომა, შეკითხვების გზით პრობლემის არსში ჩაძიება, ფიქრი და განსჯა საშუალებათა შესახებ, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილების წინაპირობაა. კრიტიკულად აზროვნება-ესაა დამოუკიდებლად აზროვნება. როცა მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპებზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენ მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია. შესაბამისად, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები. (განათლება რედ.)
Source: წიგნიერი: [2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია],– [რედ. ზვიად მიმინოშვილი],–ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9