1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მე-7 დღის ადვენტისტები

ადვენტუს ლათინურია და ნიშნავს მოსვლას. ლაპარაკია მაცხოვრის მეორედ მოსვლასა და ცათა სასუფევლის განახლებაზე. ამდენად, ამ მიმდინარეობის ქვაკუთხედი არის ესქატოლოგიური მოლოდინი. მორწმუნეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათსავე სიცოცხლეში დადგება სანატრელი დღე ანუ უკეთურთა წარწყმედისა და მართალთა ცხონების ჟამი. ამ წუთს ისინი მუდამ სასოებით ელიან და გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ სახსრად მე-7 დღის, შაბათის, შენახვას მიიჩნევენ. ასე რომ, ადვენტისტთა მოძღვრებისა და ცხოვრების ბირთვს მეორედ მოსვლის მოლოდინი და საუფლო დღედ კვირის ნაცვლად შაბათის დაწესება წარმოადგენს. ადვენტისტთა თემი, რომლისგანაც შემდეგ ,,მე-7 დღის ადვენტისტები’’ წარმოდგნენ, აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაფუძნდა ყოფილი ბაპტისტის, ფერმერ ულიამ მილერის თაოსნობით.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9