1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედია-ომბუდსმენი

ან პრესის ეთიკის საბჭო ბევრ ქვეყანაში იქცა ეფექტურ მექანიზმად, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სადარაჯოზე დგას. ეს ინსტიტუტი, ჯერ ერთი, შესაძლებელს ხდის მკითხველის ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და იცავს ადამიანის უფლებებს; მეორეც, იგი ჟურნალისტებს იცავს ზედმეტი სასამართლო პროცესებიდან, რადგან მისი მეშვეობით გვარდება ბევრი ისეთი დავა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს განხილვის საგანი; მესამე – მედიაომბუდსმენი უზრუნველყოფს პრესის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას, რაც აუცილებელია როგორც სიტყვის რეალური თავისუფლებისთვის, ისე მედიის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. იმისათვის, რომ არ მოხდეს ჟურნალისტური ეთიკის სფეროში გარედან (მაგ. ხელისუფლების მხრიდან) უხეში ჩარევა, საჭიროა, თავად ჟურნალისტებს შორის მოხდეს შეთანხმება და მათ თავად აირჩიონ საკუთარი „მომრიგებელი მოსამართლე“: ამ წოდების ღირსი ჟურნალისტი: აღიარებს თავისი კოლეგების იურისდიქციას, როგორც ერთადერთ სუვერენს პროფესიული ღირსების საკითხებში.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9