1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მენეჯმენტი

  1. E.
    მენეჯმენტის, (მართვის) მრავალნაირი განსაზღვება არსებობს. საზოგადოდ ის გულისხმობს იმ ელემენტებსა და ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს გარკვეული სტრუქტურის არსებობას თუ შენარჩუნებას როგორც ოგანიზაციულ სისტემაში, ისე მიზნებისა და პროგრამების რეალიზებაში. სოციალური მართვის უმთავრეს კომპონენტს ადამიანები წარმოადგენენ - ინდივიდები, რომლებიც მართვის რთულ ურთიერთდამოკიდებულებაში მართვის სუბიექტებად და ობიექტებად გვევლინებიან. „ორგანიზაცია“ და „მართვის სუბიექტი და ობიექტი“ სოციალური მენეჯმენტის კატეგორიებს წარმოადგენენ. ორგანიზაცია არის იმ ადამიანთა გაერთიანების ფორმა, რომელთა საქმიანობა გააზრებულადაა კოოდიინირებული მართვის სუბიექტის მიერ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთობლივი მოქმედების მოსაწესრიგებლად. ინდივიდები, შესაბამისად, არიან მართვის სუბიექტბი ან ობიექტები:
    სუბიექტი - მართვის სუბიექტური წყარი,
    ობიექტი - ვისზეც ხორციელდება მართვის ზემოქმედება. მათი სწორი ურთიერთმიმართება გვაძლევს მართვის საუკეთესო შედეგს.
    მკვლევარები მართვის ამ კლასიკურ სტილს გამოყოფენ:
    ავტორიტარულს,
    დემოკრატიულსა და
    ლიბერალურს (ფორმალურს, ნეიტრალურს).
    Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
  2. მეცნიერება ადამიანის შესახებ. მისი მთავარი დანიშნულებაა, ადამიანებს ერთობლივი ძალებით მიზნების მიღწევის უნარი შესძინოს და მათი ძალისხმევა ეფექტიანი, ხოლო ნაკლოვანებები - უმნიშვნელო გახადოს“.
    Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2008 №7 (16) ივლისი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი
  3. 1. მართვის მეცნიერება და პრაქტიკა საბაზრო ეკონომიკის პირობებში;
    2. საწარმოს (ფირმის) მართვის პრინციების, ფორმებისა და მეთოდების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის (ბიზნესის) ეფექტიანობას და მოგების მიღებას. იგი გულისხმობს დასახული მიზნის (გეგმის) შესრულებას სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენებით.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
  4. ტერმინის სხვადასხვაგვარი განსაზღვრება არსებობს.

    შოდერბეკი (Schoderbek), ქოზიე (Cosier) და ალპინი (Alpin) მას განსაზღვრავენ როგორც „ორგანიზაციული მიზნების განხორციელების პროცესს სხვების მართვის გზით“ .

    პრინგლი (Pringle), ჯენინგისი (Jennings) და ლონგენეკერი (Longenecker) რესურსების ათვისებასა და ურთიერთშეთავსებაზე ლაპარაკობენ. „მენეჯმენტი არის კადრების, ფინანსური, ინფორმაციული და ფიზიკური რესურსების ათვისებისა და კომბინირების პროცესი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იმ მიზნის მისაღწევად, რაც ორგანიზაციის ინტერესებშიც შედის“.

    სხვები მენეჯმენტს მენეჯერის ფუნქციების ჭრილში განიხილავენ. მაგალითად,

    ქარლისლი (Carlisle) ამბობს, რომ „ეს არის ორგანიზაციის მოქმედების ისე წარმართვა, ურთიერთშეთანხმება და ზემოქმედება, რომ მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგები და გაუმჯობესდეს მიღწევები“.

    მონდი (Mondy), ჰოლმსი (Holmes) და ფლიპო (Fippo) ამ ფუნქციებს აფართოებენ და უფრო მეტად ადამიანური ფაქტორისა და მასალის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. მათი აზრით „მენეჯმენტი შეიძლება განისაზღვროს როგორც დაგეგმვის, ორგანიზების, ზემოქმედების და კონტროლის პროცესი კადრებისა და მატერიალური რესურსების ერთობლივად გამოყენებით ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად.

    მენეჯმენტის კლასიკური თეორია არის მენეჯმენტისადმი ცალკეული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული რამდენიმე მიდგომა:
    1. მეცნიერული მენეჯმენტი.
    2. ადმინისტრაციული მენეჯმენტი და
    3. ბიუროკრატიული მენეჯმენტი.
    Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9