1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მესია

  1. (ებრაული გამოთქმით - ,,მაშიახ“), რაც ბერძნულად ,,ხრისტოსად“, ,,ქრისტედ“ ითარგმნება, ქართულად - ,,ცხებული“. სწორედ მესია, ე.ი. ქრისტე ანუ ცხებული, ვითარცა ყოვლადსრული და საყოველთაო მეფე, აღასრულებს ხილული და არახილული სამყაროს იდეალს, - აღადგენს დაცემულ ადამს და განაახლებს ცისა და მიწის კავშირს. ასე რომ, პიროვნება, ვისაც უგალობდა დავითის ქნარი, იქნება არა მხოლოდ ცხებული, არამედ - მხსნელიც. ,,მხსნელს“ ებრაულად ეწოდება ,,იეშუა“, ბერძნული ტრანსკრიფციით - ,,იესუ’’, ,,იესო“, რომელიც ამავე ენაზე ითარგმნება ,,სოტერად“, ლათინურად - ,,სალვატორ“, რუსულად - ,,სპასიტელ’’, ძველი ქართული ტრადიციით - მაცხოვარი. მაშასადამე, განკაცებული ღმერთი, ვით სანუკვარი მეფე, წარმომდგარი იუდას ტომისაგან, სახელდობრ - დავითის შთამომავალი, იქნება ცხებული მხსნელი ანუ ქრისტე იესო. კაცობრიობას მხსნელი რჩეული ერის წიაღიდან მოევლინება. ერთსა და იმავე დროს იგი ღმერთიც იქნება და კაციც. იგი სამსხვერპლოზე მიიტანს თავის თავს, რითაც შეარიგებს კაცთა მოდგმას ღმერთთან და, უშუალო წინაპრის დავითის მსგავსად, დათრგუნავს გოლიათს ანუ წუთისოფლის საცთურს, ე.ი. ეშმაკს და მის სამეფოს - ჯოჯოხეთს.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. (ბერძნულად „ქრისტე“) სწორედ ცხებულს ნიშნავს. მაგრამ ცხებულნი არა მხოლოდ მეფეები და წინასწარმეტყველები იყვნენ, არამედ მღვდელთმთავრებიც.
    Source: დიუმულენი, პიერ. იოანეს სახარება; გამოცხადება; ეპისტოლეები: კომენტარი/პიერ დიუმულენი; [თარგმნა ფრანგ. რუსუდან ავალიშვილმა; რედ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი]. - თბ.: თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი, 2008. - 255გვ.; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-0288-5 : [ფ.ა.][MFN: 132319
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9