1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეტა

საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, იქით, მიღმა. ეს ისეთი მიღმა გასვლაა, რომელიც თავის თავში მოიცავს იმასაც, რის მიღმადაც გადიხარ; მეტა-ფიზიკა არის ისეთი მეტა, რომელიც თავის თავში ფიზიკასაც მოიცავს, როგორც მეტაფიზიკიდან გამომდინარეს. მეტა-მეცნიერება, რომელსაც ბევრნი ფილოსოფიას უწოდებენ, არის მოძღვრება, რომელიც მოიცავს მეცნიერებას, როგორც მეტა-მეცნიერებიდან გამომდინარეს. ასე რომ, მეტა-, უპირველეს ყოვლისა, როგორც ეს შესაბამისი სიტყვებიდანაც ჩანს, მიმართულია იმაზე, რისი გა-მეტა-ებაც ხდება. ეს მიმართება ახდენს გასა-მეტა-ებელი ობიექტის დაფიქსირებას და გამოყოფას. თუკი მეტა-ს ასეთ განსაზღვრებას მივიღებთ, უფლება გვეძლევა ვთქვათ, რომ ნებისმიერი განსაზღვრება არის მეტა იმ საგნის მიმართ, რისი განსაზღვრებაც ხდება. ანუ, დებულება - ,,ადამიანი არის იარაღის მკეთებელი ცხოველი“' - არის მეტა- ადამიანის მიმართ. ამიტომაც, ნებისმიერ განსაზღვრებაში მნიშვნელოვანი და „მთავარი“ არის არა ის, რომ ყოველი განსაზღვრება შემოსაზღვრავს განსასაზღვრს, არამედ ის, რომ ყოველი გავსაზღვრება არის მეტა თავისი განსასაზღვრის მიმართ, ანუ, ყოველი განსაზღვრება აძლევს განსასაზღვრს მნიშვნელობას. მხოლოდ ამის ,,შემდეგ“ ისაზღვრება მნიშვნელობა საკუთარი საზღვრებით და ემიჯნება სხვა მნიშვნელობებს (Bedeutung და არა Geltung). ამ საფუძველზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა არის მეტა; მნიშვნელობა. ანუ, ყოფიერება არის მნიშვნელობა (მნიშვნელობის მინიჭება). ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა მნიშვნელობა. ყოფიერებაზე ასეთი მითითებით იხსნება ზღვარი, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელი იყო ფილოსოფიისათვის; ზღვარი შესაძლებელ, ნამდვილ და სხვა ,,ათასნაირ“ არსებობას შორის. ასეთი მიმართება გვეუბნება, რომ არსებობს ის, რასაც აქვს მნიშვნელობა (meaning,Bedeutung). ანუ, ყოფიერება არის მხოლოდ იქ, სადაც შეიძლება რაიმე მნიშვნელობის შესახებ ვილაპარაკოთ.
Source: თევზაძე გიგი. მომავლის ნიშნები : (ყოფიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი] - თბ. : [მერიდიანი], 1995
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9