1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეტადონი

ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატი, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მომხმარებელთა შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის. ეს არის ოპიოიდების ,,აგონისტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და სხვა ნარკოტიკული პრეპარატების ანალოგიურად მოქმედებს. მეტადონი, როდესაც ის გამოიყენება შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის შესაბამისი დოზირებით, ეიფორიის, მოშვებულობისა ან ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს არ იძლევა. შესატყვისი დოზა ნარკოტიკული ეფექტის წარმოქმნის გარეშე აღმოფხვრის ნარკოტიკების მოთხოვნილებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტადონს სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ, მოქმედი ნივთიერება ყოველთვის ერთი და იგივეა - მეტადონ-ჰიდროქლორიდი. ყველა მწარმოებელი ამატებს არააქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კონსერვანტები, გემოსი და სხვა დანამატები. არსებობს სხვადასხვა სახის მეტადონი, კერძოდ: აბები, რომლებსაც დისკეტები ეწოდება. თითოეული მათგანი შეიცავს 40 მგ მეტადონს და იხსნება წყალში; წყალში ხსნადი ფხვნილის ფორმა; სითხე, რომელსაც თან ახლავს ავტომატური საზომი. დოზირება ხდება ერთი მილიგრამის ოდენობითაც კი.
Source: მეტადონის შესახებ : [საინფ. ბროშურა] - მე-2 გამოც. - [თბ., 2006]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9