1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რესტიტუცია

  1. შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა მიიღოს პირმა უკანონოდ დაკარგული ქონება ან მისი საზღაური. რესტიტუცია ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან, უკანონოდ ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, კომუნისტური რეჟიმის მიერ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში უკანონოდ ქონების ჩამორთმევასთან, შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის შედეგად ქონებისა და საცხოვრებელის დაკარგვასთან და სხვა. რესტიტუციის საკითხი, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის რეგულირების სფეროში. რესტიტუციასთანაა დაკავშირებული აგრეთვე ძალადობრივი გაძევებაც. საერთაშორისო სამართალში ეს ტერმინი მოიცავს როგორც მოქმედებას, ისე შედეგს, პირის ან პირთა ჯგუფის თავიანთი სახლებიდან არანებაყოფლობით გამოსახლებას. იგი ხშირად გაიგივდება ძალადობრივ გადაადგილებასთან, საცხოვრებელი ადგილის ან ადგილმდებარეობის შეცვლასთან, ეთნიკურ წმენდასთან, ექსპროპრიაციასთან და სხვა. საერთაშორისო სამართალში ამ ყველა მნიშვნელობის ერთიან ტერმინად აღებულია ,,forced eviction” - ძალადობრივი გადაადგილება, პირის ძალადობრივი გადაადგილება თავის საცხოვრებელი სახლიდან და ამის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევა. ეს ტერმინი განსხვავდება მოსახლეობის გადაადგილებისაგან, რადგან იგი მოიცავს აგრეთვე საცხოვრებლისა და ქონებრივი უფლების დაკარგვას, რომელსაც სხვები დაეპატრონენ.
    Source: პაპუაშვილი გიორგი. ქონების რესტიტუციის საკითხი საქართველოში პრობლემები და პერსპექტივები // ალმანახი №4, [ჰუმანიტარული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1998.
  2. ქონების დაბრუნება ყოფილი მფლობელისათვის (ან მისი მემკვიდრეებისათვის), რომლის კანონიერი ქონებრივი ინტერესები შეგნებულად დაირღვა. ქონების ნატურალურ მდგომარეობაში დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება მისი საფასურის ფულადი ანაზღაურება.
    Source: სოლიდარობა №2(11),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9